|
სერგო თბილელი
CV
სერგო თბილელი
დაბადების თარიღი: 9.02.1958 ქ.თბილისი, საქართველო
საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი
განათლება: 1983-85 ქ.პეტერბურგი შემოქმედებითი სახელოსნო, ასპირანტურა 1977-83 ქ.თბილისის სახელმწიფო სმხატვრო აკადემია, ფერწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტი 1993-77 ქ.თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი
პროფესიული გამოცდილება: 1985-დან დღემდე ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის კათედრა, ხატვის პედაგოგი, პროფესორი 1998-დან დღემდე ”მოდერნ დიზაინი”-ს მთავარი დიზაინერი
გამოფენები: 2011 "არტ გალერი ლაინ"–ი, ქ. თბილისი, საქართველო 2010 "არტ გალერი ლაინ"–ი, ქ. თბილისი, საქართველო 2009 ''არტ გალერი ლაინ''–ი, ქ. თბილისი, საქართველო 2008 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ქ.თბილისი, საქართველო 2007 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ქ.თბილისი, საქართველო 2007 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2006 ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2006 თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრი, ერთობლივი გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო 2006 ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2006 გალერეა ”ფოურ ვინგს”, ქ.სხიდომ, ჰოლანდია 2006 გალერეა ”სანტ-ლაურენტი”, პერსონალური გამოფენა, ქ.მონრეალი, კანადა 2004 თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრი, ერთობლივი გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო 2004 ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2004 გალერეა ”სანტ-ლაურენტი”, პერსონალური გამოფენა, ქ.მონრეალი, კანადა 2003 ”ელიტ გალერეა”, პროექტი ”კავკასიის ქარები”, ქ.ბაქო, აზერბაიჯანი 2002 გალერეა ”მარმარისი” პერსონლური გამოფენა, ქ.სტამბული, თურქეთი 2001 მხატვრის სახლი, ქ.მოსკოვი, რუსეთი 1999 გალერეა ”სანტ-ლაურენტი”, პერსონალური გამოფენა, ქ.მონრეალი, კანადა 1998 გალერეა “Harrison Art International”, ქ.მონრეალი, კანადა 1997 ”საქართველოს კვირეული” McGill-ის უნივერსიტეტში, ქ.მონრეალი, კანადა 1996 ქ. შტუდგარტი, გერმანია 1995 გალერეა ”Sanat Yapim”, პერსონალური გამოფენა, ქ.ანკარა, თურქეთი 1994 ქ.მიუნხენი, გერმანია 1993 ქ.ვენა, ავსტრია;ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი 1991 ქ.ბერლინი, გერმანია, ქ.პრაღა, ჩეხეთი 1989 ქ.ვენა, ავსტრია, ქ.ოსლო, ნორვეგია 1987 ქ.თეირანი, ალბანეთი 1986 ქ.თბილისის სახელმწიფო სმხატვრო აკადემია, ქ.თბილისი, საქართველო 1985 ქ.სტოქჰოლმი, შვედეთი 1984 ქ. კოპენჰაგენი, დანია;ქ. ვარშავა,პოლონეტი 1982 ქ. მოსკოვი,რუსეთი;ქ.პეტერბურგი, რუსეთი 1981 გრამპრი ილუსტრაციისთვის, ქ.მილანი, იტალია
შესრულებული სამუშაოები: კოსმონავტების საწვრთნელი ცენტრი, 7 კედლის მხატვრობა, ვიტრაჟი, ქანადაკება, ქ.მოსკოვი, რუსეთი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, ქ.იულიანივსკი, რუსეთი ინტურისტის სავაჭრო ცენტრი, მხატვრული გაფორმება, ქ.ვლადივასტოკო, რუსეთი სასტუმრო”ლივ” მხატვრული გაფორმება, ქ.ლვოვი, უკრაინა სასტუმრო ” ინტურისტი”, მხატვრული გაფორმება, ქ.ხარკოვი, უკრაინა ქ. ხარკოვის მეტროს მხატვრული გაფორმება, ქ.ხარკოვი, უკრაინა სასტუმრო” ლენინგრადი”, მხატვრული გაფორმება, ქ.ლენინგრადი, რუსეთი აოვის ზღვის დასასვენებელი კომპლექსის სასტუმროების მხატვრული გაფორმება, ქ.აზოვი, უკრაინა სარატოვოს სავაჭრო ცენტრი, მხატვრული გაფორმება, ქ.სარატოვო, რუსეთი გენერლების დასასვენებელი სახლი, მხატვრულიგაფორმება, ქ.ყირიმი, უკრაინა რესტორანი”პრაღა”, მხატვრული გაფორმება, ქ.მოსკოვი, რუსეთიშესშესრულებული აქვს მრავალი კერძო დაკვეთა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კოლექციები: ჯონ მაკეინი, ქ.ვაშინგტონი, ა.შ.შ- ს სენატი სულეიმან დემირელი, თურქეთის პრეზიდენტი, ანკარა, თურქეთი ნაზარ ბუიმი, ენიციკლოპედია ”ბრიტანიკი”-ს და რედაქცია ”ადამისის” პრეზიდენტი სალამ ალთუნ ბეი, ინვესტორი, ქ.სტამბული, თურქეთი დავით ჟვანია, უკრაინის რადის წევრი, ქ.კიევი, უკრაინა მარგარიტა კოსტა იტალის ელჩი აზერბაიჯანში, ქ.რომი, იტალია რაუფ ალიევი,კომპანია “A+A” პრეზიდენტი, ქ.ბაქო, აზერბაიჯანი ჯოზეფ მინდერიანი, კერძო კოლექციონერი, ქ.ბერლინი, გერმანია ნიკ ბრაზინკტონი, კომპანია ”Price Waterhouse Coopers”, ქ.მოსკოვი, რუსეთი ფრანკო დრაგონე, ლასვეგასის ცენტრი და ცირკი ”du soleil”,არტ დირექტორი, ლას ვეგასი, ა.შ.შ. ილმაზ ოზკანი, თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი ლესლი გორნალი, კომანია BP, ქ.მაგჰერაფელტ, ირლანდია იუკლი ანგისტი, პოეტი, ქ.სტამბული, თურქეთი ბენჯტ ვესტერგრენ, ”AIG Central Europe & C.I.S”, პრეზიდენტი, ქ.ლონდონი, დიდი ბრიტანეთი არმენ პეტროსიანი, კორპორაცია “Aray”, პრეზიდენთი, ქ.დუბაი, დუბაი იური სტაშკივ, კომპანია “WRIGLEY”, გერმანული მენეჯერი, ქ.კიევი, უკრაინა მარტინ ბულ,კომპანია ”Booz Allen Hamilton”, ქ.ვაშინგტონი, ა.შ.შ. სკოტ ფრეიზერი, კომპანია ”Booz Allen Hamilton”, ქ.ვაშინგტონი, ა.შ.შ. ტორბენ ჰოლთზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ელჩი, ქ.კოპენჰაგენი, დანია. |
artist statement
სერგო თბილელი
ახალი თაობა საკუთარ თავში სიახლისკენ სწრაფვას, ნოვატორობას, ხშირად ეპატაჟსაც მოიცავს. ოთხმოციანელთა თაობამ მოსვლისთანავე დაანგრია ყოველგვარი სტერეოტიპი. კომცეპტუალური საწყისი და სახვითი ხელოვნების ფორმალური ენა ახალი მხატრულ-სახეობრივი სტრუქტურებით შეივსო. მათი ხელოვნების ტიპოლოგიური თვისება დასავლური მხატვრული ტრადიციის გადაფასება და ნოვაცია იყო. სერგო თბილელის შემოქმედება ყველა იმ ნიშანს ატარებს, რომელიც ოთხმოციანელ თაობას გამოარჩევს და უახლოეს ქართულ ხელოვნებაში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. მისი შემოქმედებითი დიაპაზონი უჩვეულოდ ფართოა - ფერმნწერი, კერამიკოსი, მოქანდაკე, დიზაინერი. თბილელის ტალანტი თანაბარზომიერად ვლინდება სახვით ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ფერწერაში მხატვრის იდეა საეხეობრივ მატერიალიზებას პოულობს ნებისმიერ მასალაში, რომელიც სურათოვნებისათვის აუცილებელ სპეციფიკას ითვალისწინებს. ნამუშევართა სტილური და ჟანრობრივი საზღვარი მრავალფეროვანია: ქრისტიანული შუასაუკუნეების ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ქვის რელიეფური სტელების თანამედროვე ვარიაციები; ქართული ყოფისა და ძველთბილისური ხიბლის ნოსტალგიური განცდა ოთხმოციანი წლების დეკორატიულ კომპოზიციებში; კერამიკულ ფილებზე უაღრესად ლაკონური ხერხებით შესრულებული, ზუსტი სახვითი ნიშნით დაფიქსირებული სახარების თემების მხატვრისეული ინტერპრეტაცია. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან თბილელის შემოქმედებაში აქტიურად ვლინდება ახალი ეტაპის დასაწყისი. ამ პერიოდში შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებში პოსტმოდერნისტული ხელოვნების ზოგადი პრინციპები უაღრესად ორიგინალური სახითაა გაცხადებული. პოსტმოდერნისტული რეტროსპექტივიზმი თბილელის სახეობრივ- ფორმალურ მოდელში გამოიხატება ანტიკური, ქრისტიანული და აღმოსავლური ხელოვნების, რენესანსის, ავანგარდის ელემენტების ორიგინალური სინთეზით. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში დისკურსები თბილელის ფერწერაში უჩვეულო, მკაფიო ინდივიდუალობის მქონე სიუჟეტური მოდუსების სახით რეალიზდება. თემა თითქოს ყველასათვის კარგად ნაცნობი , მის შემოქმედებაში ახალ, მოულოდნელ ჟღერადობას იძენს. პოლისტილისტიკა - პოსტმოდერნისტული ხელოვნების საპროგრამო თეზა - თბილელის ფერწერაში შეუთავსებელ საწყისთა გაერთიანებისაკენ სწრაფვით გამოიხატება და ნახევრად ზღაპრულ, მისტიკურ სამყაროდ გარდაისახება. რენესანსული ხაზისა და შუქ-ჩრდილის პრიმაზე აგებული ნახატი ზემოდან იფარება ფერწერულად ჟღერადი დეკორატიული ”ქსოვილით”, რომელიც ხან ორნამენტული ხალიჩასავით ფარავს სიბრტყეს, ხან კი აქა-იქ წყდება, რომ თითქოს მისტერიულ ხილვაში სადღაც შორს ჩაკარგული ქალაქის ხედი თუ პეიზაჟის კუთხე დაგვანახოს. ფერწერული ნამუშევრები აგებულია ნარაციაზე. მათი ”ტექსტი” თანდათანობით იხსნება და ამიტომ მაყურებელს მასთან ხანგრძლივი კონტაქტის სურვილი უჩნდება. ავტორისეული ჩანაფიქრი სურათის ჭვრეტით თვალიერებას ითხოვს. ამ ნამუშევრებში აშკარად თამაშობს ”ორმაგი კოდირების” პრინციპი. სურათების ”ტექსტის” სრულყოფილი წაკითხვა ინტელექტუალურ საფუძველს მოითხოვს. მაგრამ ამასთანავე გასაგები და მისაღებია არაგაცნობიერებული მაყურებლისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს რელიგიურ-ბიბლიური სიუჟეტი, მითოლოგიური თემა თუ აბსტრაქცია, თბილელის ნამუშევრებს ფორმალურ-ფერადოვანი სტრუქტურის ესთეტიზმი და დეკორატიულობა გამოარჩევს. ადამიანის, ერის, მეხსიერებაში კოდირებული არქეტიპული სახე-სიმბოლოები ფერწერული კომპოზიციების: ”სურვილი”, ”ჯვარცმა”, ”ვენერა”, ”აპოლონი და კენტავრი”,”ადამი და ევა”, ”მუზა”, საერთო დეკორატიულ ქსოვილში ჩართულნი, მხატვრის მიერ ინტერპრეტირებული და შესაბამისებულია სიუჟეტის განვითარების შინაარსობრივ ლოგიკას. თბილელი კონცეპტუალურად გაიაზრებს კომპოზიციის საერთო სტრუქტურაში ყოველი დეტალის აზრობრივ-დეკორატიულ ფუნქციას და ერთ მხატვრულ მთლიანობას ქმნის. ეპოქის მთავარი პრობლემა - ” გლობალური კატასტროფის” პოსტმოდერნისტული იდეა, დამანგრეველი ძალის არსებობის და მოქმედების შეგრძნება, მხატვრისეულ გააზრებაში ბაბილონის გოდოლის სახითაა გაცხადებული. თემის მხატვრისეულ გააზრებას განსაკუთრებული დრამატიზმი გამოარჩევს. ამავე თემის გამოძახილია საქართველოს ისტორიისათვის ურთულეს ოთხმოცდაათიან წლებში შესრულებული ფერწერული კომპოზიცია ”სისხლისფერით დახატული სამყარო”, სადაც მხატვრისათვის ლოკალური მოვლენის პიროვნული განცდა და აგრესია - მსხვერპლის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა ერთ მთლიანობად მოიაზრება. გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე ფერწერული ნამუშევარი ”უდაბნოში გაშლილი ოაზისი”, ერთი შეხედვით, ფერთა ლაქების თამაშზე აწყობილი აბსტრაქტული კომპოზიცია, მაყურებლის თვალწინ თითქოსრეალურ ობიექტებად ”ლაგდება” და ქვიშიანი უდაბნოს სიღრმეში გაშლილი ოქროსფერი ოაზისის სილუეტს იძენს, რომელიც უცბადვე ისევ ფერთა ლაქებად გარდაისახება. აქ ავტორი თითქოს რეალურად უდაბნოსათვის დამახასიათებელი საოცარი ოპტიკური თვისების - მირაჟის შთაბეჭდილებას იძლევა. თემის გადაწყვეტის ამგვარი ორიგინალობა მაყურებლისთვის მიმზიდველ მხატვრულ სამყაროს ქმნის. თბილელის ბოლო პერიოდის ნამუშევრებში: ”ვენეციის კარნავალი”, ანტიკური სერია ”ნიუ”, ”ყვავილნარი”, ”წარმოდგენის შემდეგ” და სხვ. ფერწერული ნამუშევრის კონცეპტუალური დაძაბულობა და ექსპრესიულობა იკლებს, მაგრამ მატულობს სურათის ფაქტურული დინამიკა. კომპოზიციების ფერწერულ-ფორმალურ სტრუქტურაში მეტად იგრძნობა ორიენტალისტური ელემენტების გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ თბილელის ორნამენტალიზმი უფრო მეტად მხატვრული მეთოდის პრინციპს ითვალისწინებს ვიდრე მის სახეობრივ მიბაძვას. აქ თითქმის არ გვხვდება აღმოსავლური ორნამენტი სუფთა სახით. მცირე ზომის გეომეტრიული თუ მცენარეული ელემენტები, როგორც ერთგვარი ორგანული, ცოცოხალი მატერია ხალიჩისებურად ფარავს სასურათე სიბრტყეს და მეტყველ სახვით - დეკორატიულ კომპოზიციებს ქმნის. სერგო თბილელის ფერწერული ნამუშევრები სიუჟეტისა თუ თემის საინტერესო, ორიგინალური გადაწყვეტით, სამყაროს ძლიერ ინდივიდუალური წაკითხვით, ფერწერული სტრუქტურის ფერადოვან - ხაზობრივი დინამიკით მაყურებლისათვის ვიზუალურად და აზრობრივად საინტერესოა. დეკორატიულობა და ესთეტიზმი კი ამ ფერწერულ კომპოზიციებს საგამოფენო სივრცესა თუ ინტერიერში ორგანული სინთეზირების საშუალებას იძლევა |
|
არქივი |
პრესა |
|
გედის სიმღერა |
|
h65Xw35,7cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-156
|
|
|
ჯიხვი |
|
h17,5Xw26,9cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-151
|
|
|
ალეგრია |
|
h127Xw127cm ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-159
|
|
|
ევროპა&აზია (ტეტრაპტიხი) |
|
ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-142; 03-143; 03-144; 03-145
|
|
|
ევროპა ნატურმორტი |
|
h183Xw110,5cm ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-144
|
|
|
ევროპა |
|
h230Xw112cm ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-142
|
|
|
აზია |
|
h230Xw112cm ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-143
|
|
|
აზია ნატურმორტი |
|
h183Xw110,5cm ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-145
|
|
|
წარმოდგენის შემდეგ |
|
h23.5Xw37.5cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-154
|
|
|
გაზაფხულის საღამოა მშვიდი... (წინა მხარე; უკანა მხარე) |
|
h66,5X66,7cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-140
|
|
|
გაზაფხულის საღამოა მშვიდი... (წინა მხარე) |
|
h66,5X66,7cm ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-140
|
|
|
გაზაფხულის საღამოა მშვიდი... (უკანა მხარე) |
|
h66,5X66,7cm ტილო, ხე, შერეული მასალა კოდი: 03-140
|
|
|
მასკარადი |
|
h168Xw504cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-129; 03-130; 03-131
|
|
|
მასკარადი |
|
h168Xw168cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-129
|
|
|
მასკარადი |
|
h168Xw168cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-130
|
|
|
მასკარადი |
|
h168Xw168cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-131
|
|
|
სიყვარული |
|
h29Xw27cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-152
|
|
|
დონ კიხოტი (წინა მხარე; უკანა მხარე) |
|
h69Xw69cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-128
|
|
|
დონ კიხოტი (წინა მხარე) |
|
h69Xw69cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-128
|
|
|
დონ კიხოტი (უკანა მხარე) |
|
h69Xw69cm კოდი: 03-128
|
|
|
გასეირნება ტყეში |
|
h43,5Xw36,5cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-153
|
|
|
გაზაფხული თბილისში (წინა მხარე; უკანა მხარე) |
|
h69X59cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-127
|
|
|
გაზაფხული თბილისში (წინა მხარე) |
|
h69X59cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-127
|
|
|
გაზაფხული თბილისში (უკანა მხარე) |
|
h69X59cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-127
|
|
|
ყვავილნარი - ალი & ნინო - ყვავილნარი |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-113; 03-098; 03-124
|
|
|
ყვავილნარი |
|
h199Xw83,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-113
|
|
|
ალი & ნინო |
|
h199Xw222.5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-098
|
|
|
ყვავილნარი |
|
h199Xw83,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-124
|
|
|
ყვავილნარი (ფრაგმენტი) |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-124
|
|
|
ყვავილნარი (ფრაგმენტი) |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-113
|
|
|
ყვავილნარი (ფრაგმენტი) |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-113
|
|
|
სიყვარული |
|
h43,7Xw50,6cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-121
|
|
|
ცხოვრების არსი |
|
h3,20Xw2,04cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 118-002
|
|
|
ცხოვრების არსი (ფრაგმენტი) |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 118-002
|
|
|
ცხოვრების არსი (ფრაგმენტი) |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 118-002
|
|
|
ცხოვრების არსი (ფრაგმენტი) |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 118-002
|
|
|
მეზღაპრე |
|
h247,8Xw293,4cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 119-002
|
|
|
მეზღაპრე (ფრაგმენტი) |
|
h123,5Xw142,7cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 119-002 (A)
|
|
|
მეზღაპრე (ფრაგმენტი) |
|
h123,5Xw142,7cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 119-002 (B)
|
|
|
მეზღაპრე (ფრაგმენტი) |
|
h123,5Xw142,7cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 119-002 (C)
|
|
|
მეზღაპრე (ფრაგმენტი) |
|
h123,5Xw142,7cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 119-002 (D)
|
|
|
მეზღაპრე; მუსიკის ჰანგები; მუსიკის ჰანგები |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-106; 03-107; 03-108
|
|
|
მეზღაპრე |
|
h64,5Xw64,5cm ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-106
|
|
|
მუსიკის ჰანგები |
|
h64,5Xw64,5cm ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-107
|
|
|
თბილისობა |
|
h193Xw179,6cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-080
|
|
|
სიყვარულის ბალადა |
|
h137,5Xw214cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-071
|
|
|
სიყვარულის ბალადა |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-071 (A)
|
|
|
სიყვარულის ბალადა |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-071 (B)
|
|
|
პეიზაჟი |
|
h83Xw104 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-011
|
|
|
ფავნის ნაშუადღევი |
|
h287Xw127 cm ტილო, შერეული მასალ კოდი: 03-049 დამატებითი ინფორმაცია
შესრულების წელი: 2006წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
XX საუკუნის ბევრი მხატვარი ცდილობდა მუსიკალური ბგერისა თუ ნაწარმოების ჟღერადობა, განწყობილება და ემოციურობა სახვითი ხელოვნების ვიზუალური ხერხების საშუალებით გადმოეცა. კლოდ დებიუსის მუსიკის პოეტურობა და გამომსახველობა თბილელის ფერწერული ოპუსის შთაგონების წყაროა. იმპრესიონისზმისთვის დამახასიათებელი სახვითი ელემენტებისა და სახვით მხატვრული სახის მუდმივი ცვალებადობა ამ ნამუშევარში აშკარად საგრძნობია. მეტყველი ხაზი, ფიგურათა დახვეწილი, ნერვული სილუეტები, ფერადოვანშეთანხმებათა ფორმათა რითმი განსაზღვრავენ ამ შთაბეჭდილებას. ვერტიკალურ და ვიწრო სასურათე არეზე გაშლილი, თითქოს ერთი ტალღისებური მოძრაობით გაერთიანებული ყოველი სახვითი თუ კომპოზიციური ელემენტი მოძრაობაშია და სურათის საერთო დინამიზმს განაპირობებს. თბილელის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი პოლისტილისტიკა - აღმოსავლური დეკორატიულობისა და დასავლური სინატიფით ვლინდება. აქ რეალური და ფანტასტიკური ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და დებიუსის მუსიკისა და ფავნის ზღაპრულ სამყაროსაც გვაზიარებს.
|
|
|
|
ნიუ |
|
h130.5Xw165.5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-045
|
|
|
ვენეციური კარნავალი |
|
h176,3Xw489,5 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 99-006 119-001 118-001 დამატებითი ინფორმაცია
ვენეციის კარნავალი
შესრულების წელი: 2006წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
ხაზობრივ და სახვით დომინანტს წარმოადგენს კომპოზიციის მთელ სიგრძეზე გამოსახული ფიგურები. კომპოზიცია ფიგურებით უფრო დატვირთულია, მაგრამ კომპოზიციის გადაწყვეტითა და მხატვრული სახეების ხასიათით მეტი თავშეკავებით გამოირჩევა. აქ წინა პლამზე ქალისა და მამაკაცის ფიგურებია გამოსახული. ქალის უკან ცხენის ფიგურა მოსჩანს. სურათში სიუჟეტის განვითარება სასიყვარულო ინტრიგაზე მიგვანიშნებს, რასაც მამკაცის ზურგს უკან მზირალი ქალის სახის გამომეტყველება და ჟესტი მიუთითებს. ქალისა და მამაკაცის ფიგურებს შორის პატარა ცხოველის ძლიერ დეკორატიული ფიგურაა მოცემული. ამდენად ავტორი ამ კომპოზიციებში კარნავალის განსხვავებულ, მაგრამ სახასიათო სურათს იძლევა და მაყურებელს სადღესასწაულო განწყობას უქმნის. ამასთანავე თავისი ნარატიულობით ეს სურათები მაყურებლისკენ გულდასმით დათვალიერებას ითხოვს. სიუჟეტური ქარგა ნელ-ნელა იხსნება. ნამუშევრები დატვირთულია სახე - სიმბოლოებით, რომელნიც საერთო დეკორატიულ კომპოზიციებში ჩართულნი მხატვრის მიერ ინტერპრეტირებული და შესაბამისებულია სიუჟეტის განვითარების ლოგიკას: ნიღბები, თოჯინები, არქიტექტურული დეტალები, ფარშევანგები, დეკორატიული ძაღლები და ფრინველები, ყვავილები. . . სურათის ერთიანი დეკორატიული ”ქსოვილი” ზედა რეგისტრში სხვადასხვა სიუჟეტურ კომპოზიციებით წყდება, რომლებზეც გამოსახულია ვენეციის სპეციფიკური არქიტექტურისა და განაშენიანების, ხიდებისა და არხების ხედები. ყოველი კომპოზიცია აზრობრივად უკავშირდება კომპოზიციების მთავარ თემას - ვენეციის კარნავალს. მხატვარი ერთდროულად წარმადგენს მის მიერ შექმნილ ზღაპრულ, წარმოსახვით სამყაროს, სადაც გამოგონილისა და რეალურის ფანტასმაგორიული სინთეზი და ვენეციის კარნავალის სრულიად კონკრეტული თემა უაღრესად ნატიფ, მეტყველ მხატვრულ - სახეობრივ განხორციელებას იძენს.
|
|
|
|
ვენეციური კარნავალი |
|
h195Xw183cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 118-001
|
|
|
ვენეციური კარნავალი |
|
h195Xw161cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 119-001
|
|
|
ვენეციური კარნავალი |
|
h195Xw183cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 99-006
|
|
|
ტრიპტიხი |
|
h97,8Xw183cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-006 03-007 03-008 დამატებითი ინფორმაცია
ტრიპტიხი
შესრულების წელი: 2005წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
სერგო თბილელის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია სიუჟეტური თუ მხატვრული გადაწყვეტით მსგავსი კომპოზიციების მაყურებლისთვის ერთ კონტექსტში წარმოდგენა. ანტიკურ თემაზე შესრულებული ტრიპტიხი სამი დამოუკიდებელი კომპოზიციისგან შედგება: ”დიონისე და სატირუსი”, ”კენტავრი ქირონი” და ”მეტამორფოზა XII სიმღერა”. ტრიპტიხის ცენტრალურ კომპოზიციას ”კენტავრი ქირონი” წარმოადგენს, რომლისკენაც არის მიმართული დანარჩენი კომპოზიციების ყველა სახეობრივი ელემენტი. კენტავრისა და მეტამორფოზების კომპოზიციის ზოგიერთი დეტალი ერთმანეთშიც კი გრძელდება, მაგრამ ამასთანავე ყოველი კომპოზიცია ცალკე აღებული სრულიად დასრულებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მხატვრის მიერ ეს სურათები იმგვარად არის გააზრებული, რომ ცალკეულ კომპოზიციებადაც იკითხება და ამასთანავე ერთ დეკორატიულ ჩარჩოში გაერთიანებული ერთმანეთის ლოგიკურ მხატვრულ გაგრძელებას წარმოადგენს.
|
|
|
|
ტრიპტიხი. დიონისე და სატირუსი |
|
h97,8Xw60,6 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-006 დამატებითი ინფორმაცია
ტრიპტიხი. დიონისე და სატირუსი
შესრულების წელი: 2005წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა ანტიკური მითოსი სერგო თბილელის ფერწერული ექსკურსების ერთ- ერთი თემაა. საქართველოში ვაზი და მეღვინეობა უძველეს კულტურულ ტრადიციებსა და რიტუალებთანაა დაკავშირებული. სახვით ხელოვნებაში ვაზისა და ლხინის ღმერთის - დიონისეს სახეც განსაკუთრებით პოპულარულია. დიონისეს მუდამ თან ახლდა მხიარული მხლებელთა ამალა: სატირები, სილენები და მენადები… სერგო თბილელის ფერწერული ინტერპრეტაცია ანტიკური მითოსის თემაზე ამბის მთავარ გმირად სწორედ სატირუს წარმოგვიდგენს. სატირუსის ფიგურა გამოსახულია წინა პლანზე და აქტიურ მოძრაობაშია მოცემული. მის ფიგურას მხატვარი წარმოგვიდგენს ტრადიციული სახით - ადამიანის თავითა და ტორსით, თავზე პატარა რქებით და ცხოველის ფეხებით. სატირუსის შიშველი ფიგურა დაუფარავი ფალოსით ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. მხატვარი დამაჯერებლად გადმოსცემს ამ მხიარულ, სიყვარულისა და დროსტარებისმოყვარე დემონის სახეს. სკულპტურულ -მოცულობითი დამუშავებითაა წარმოდგენილი ბახუსის სახე, ხელები და ფეხის ტერფები. სხეული კი განსხვავებით სიბრტყობრივ - დეკორატიული გადაწყვეტით ხასიათდება და ფონის ხალიჩისებური ქსოვის საერთო კომპოზიციაშია ჩართული. გეომეტრიულ - მცენარეული ორნამენტებით დაფარულ სასურათე სიბრტყეზე მკაფიოდ გამოიყოფა სატირუსის ფიგურა, ბახუსის სახე , ხელები. . . ამ დეკორატიულ ”ქსოვაში” მხატვარი ფიგურატიულ აქცენტებად გამოყოფს ვაზისა და ბროწეულის ნაყოფებს, რომლებიც სიმბოლურად უკავშირდება ანტიკური მითოსის გმირებს. თბილელის კომპოზიციების მხატვრული წყობა სიბრტყობრივ - დეკორატიულისა და პლასტიკურ - მოცულობითის უჩვეულო ნაზავს წარმოადგენს და მაყურებლის მეხსიერებაში დიდი ხნით რჩება.
|
|
|
|
ტრიპტიხი. კენტავრი და ქსირონი |
|
h97,8Xw60,6 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-007 დამატებითი ინფორმაცია
ტრიპტიხი. კენტავრი და ქსირონი
შესრულების წელი: 2005წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
ბერძნული მითოსის მიხედვით რეასგან ფარულად დაქორწინებული კრონოსისა და ოკეანიდა ფილირის ვაჟი, ქირონი ნახევრად ცხენისა და ნახევრად ადამიანის სახით იმის გამო დაიბადა, რომ ღალატისას რეას რისხვისგან თავის დასაღწევად კონოსმა ცხენის სახე მიიღო. ქირონი კენტავრთა შორის განსაკუთრებული სიბრძნითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. იგი იყო ბერძენი გმირების თეზევსის, იასონისა და დიოსკურების გამზრდელი. ფერწერული კომპოზიცია რამდენიმე დონეზე იშლება. ძირითადი სიბრტყე გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებით დატვირთული დეკორატიული ჩარჩოთია შემოსაზღვრული, რომელიც ზოგ ადგილას ძირითადი სცენის ნახატს აგრძელებს და ამდენად ორგანულ კავშირშია მასთან მხატვარი, ისევე როგორც მისი შემოქმედებისთვის არის დამახასიათებელი წინა პლანზე ფიგურებს, კენტავრსა და მასზე მჯდომ ქალს, გამოსახავს. მათი ერთმანეთისკენ მიმართული სხეულები, მზერა, ჟესტიკულაცია ფიგურათა მყარ ტანდემს ქმნის. მათ შორის გარკვეული ფსიქოლოგიური კავშირი მყარდება. ფონი,რომელზეც ფიგურები არიან წარმოდგენილნი, ერთი შეხედვით თითქოს ხალიჩისებურ ორნამენტულ- დეკორატიულ სიბრტყეს ქმნის, მაგრამ დაკვირვებისას აშკარა ხდება, რომ მხატვრის მიერ ეს სიბრტყე გააზრებულია ობიექტური შინაარსობრივი ლოგიკის მიხედვით. კომპოზიციის ქვედა ნაწილში, რომელიც მიწასთან ასოცირდება, დახვეწილი ორნამენტის სახით გამოსახულია ერთმანეთში ჩახვეულ მცენარეთა სტილიზებული გამოსახულებები. ზედა ნაწილში კი სიბრტყე მთლიანად იფარება გეომეტრიული ორნამენტით, რომელიც ნაგებობათა გამოსახულების ასოციაციას იწვევს. ამ განწყობას აძლიერებს ამ საერთო ორნამენტულ ქსოვილში ჩართული ანტიკური ტაძრის დამაჯერებლად შესრულებული ფრაგმენტები. ამ ნახევრად ზღაპრული თემის გადმოცემისას მხატვარი მიზნად ისახავს რეალური ფორმისა და მკვეთრად გამოხატული დეკორატიული მოტივების უჩვეულო სინთეზის საშუალებით მიაღწიოს ბერძნული მითოსის თემას საკუთარ, ორიგინალურ ინტერპრეტაციას.
|
|
|
|
ტრიპტიხი.XII სიმღერის მეტამორფოზა |
|
h97,8Xw60,6 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-008 დამატებითი ინფორმაცია
ტრიპტიხი.XII სიმღერის მეტამორფოზა
შესრულების წელი: 2005წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა რომაელი პოეტის ოვიდიუს ნაზონის პოემა ”მეტამორფოზები” ანტიკური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. ავტორი ძველ ბერძნულ და რომაულ პოემებსა და მითებს ახალ ჟღერადობას ანიჭებს. მიმზიდველად მოთხრობილი ეპიზოდები სამყაროს მარადიული ცვალებადობის, უწყვეტი მოძრაობის, გარდასახვათა შესახებ ინტერპრეტაციისა და მხატვრული წარმოსახვისთვის თბილელს განუსაზღვრელ მასალას აძლევს. ერთი მატერიიდან მეორეში გარდასახვა - გარდაქმნა თბილელის მხატვრული სახის დამახასიათებელი თვისებაა. მის ფერწერულ კომპოზიციებში ადამიანისა თუ ცხოველის ფიგურა, გარკვეული საგნები თუ ნაგებობანი, ხშირად მცენარეულ თუ გეომეტრიულ ორნამენტებად გარდაიქმნება. ეს მხატვრული ხერხი მაყურებელზე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ამასთანვე იგი კარგად ესადაგეა ოვიდიუსის პოემის სპეციფიკას. ბუნებრივია მხატვრის მიერ კონკრეტულად ამ პოემით დაინტერესება შემთხვევითობა არ არის და პოემით მიღებული შთაბეჭდილების საკუთარი ინტერპრეტაციის გააზრებული მცდელობაა. მეტამორფოზების XII წიგნში მოთხრობილია ტროას ციკლის თქმულებები. თბილელი არასდროს მიმართავს კონკრეტული ნაწარმოების ილუსტრაციას, არამედ ქმნის ერთგვარ სახვით - ფერწერულ ასოციაციებს მოცემულ თემაზე. ამ სურათში ყველა კომპოზიციური ელემენტი - ხაზი, ფერის ლაქა, ფორმა, გამოსახულებათა ჟესტიკულაცია, სილუეტები მოძრაობაშია მოყვანილი და არაჩვეულებრივად დინამიკურ ფერწერულ კომპოზიციას ქმნის.
|
|
|
|
ოქროს მამალი |
|
h199.5Xw105 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-005
|
|
|
მგლების ხორუმი |
|
h214,6Xw109,7cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-001 დამატებითი ინფორმაცია
მგლების ხორუმი
შესრულების წელი: 2005წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
თბილელი ნაწარმოებთა შერჩევისას ხშირად მიმართავს მითოსს, ფოლკლორს. იდუმალებით მოცული ზღაპრული სამყარო მხატვრის მდიდარ წარმოსახვას თემის ფერწერული ინტერპრეტაციისთვის განუსაზღვრელ მასალას აძლევს. უძველესი ხალხები მგელს თავის ტოტემად თვლიდნენ და თაყვანს სცემდნენ. მგელი და მგლის სახიანი ადამიანი მითოლოგიაში ბელადისა და წინამძღოლის კულტთანაა დაკავშირებული. მგლისთავიანს უწოდებდნენ ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს. ამასთანავე მგელი სასტიკი და იდუმალი ტოტემია. მაქცია, რომელსაც ზებუნებრივი ძალა გააჩნია და ბოროტ ძალასთან ასოცირდება, მგლის სახეს იღებს. ეს მოტივი და მისი განსხვავებული ინტერპრეტაციები ხშირია დასავლურ კულტურსა და ხელოვნებაში. ”მგლების ცეკვა” თბილელის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. თემის მხატვრული გააზრება განსაკუთრებული გამომსახველობითა და ემოციურობით არის განხორციელებული. ამასთანავე იდუმალებისა და ქვეტექსტის შეგრძნება ამ ნამუშევრის ხილვისას მაყურებელს თითქმის ყოველთვის თან მიჰყვება. დიდი ზომის, ვერტიკალურ სიბრტყეზე გამოსახული მოცეკვავე ადამიანის ფიგურა ხელში საყვირით. მას თავზე მგლის ნიღაბი უკეთია. მოხრილ ფეხზე ფრთაგაშლილი გედი უზის, რომლის ფრთები მკერდზე ეფინება. მის ფეხრთით მგლის ნახევრად ფანტასტიკური ფიგურაა, რომელიც მაქციას უფრო გავს, ვიდრე უბრალოდ ცხოველს. მისი მაყურებლისკენ მიმართული მზერა, მახვილი კბილები, კისრის გარშემო საყელოსავით შემოვლებული ბეწვი აძლიერებს ამ შთაბეჭდილებას. ფიგურათა სხეულები დამაჯერებლადაა ნაძერწი ყავისფერის სხვადასხვა ტონალობებით. სურათის კომპოზიციურ - სახეობრივ წყობაში განსაკუთრებული გამომსახველობითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება სურათის ხაზობრიბ - ორნამენტული რითმი. სხვადასხვა ორნამენტული მოტივი ერთმანეთს ცვლის, მუდმივ მოძრაობაშია, რაც ცხოველხატულებისა და დინამიკის შთაბეჭდილებას განაპირობებს. ამ ნამუშევარში მხატვარი აღწევს დეკორატიულობისა და სახვითობის სინთეზს. ფერწერული ნამუშევრის სახასიათო და მეტყველი მხატვრული სახეები, კომპოზიციური გადაწყვეტის თავისებურება და ესთეტიზმი მაყურებელზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. სურათი კარგად განთავსდება ფართო სივრცეში და განსაკუთრებით მეტყელ სახვით - დეკორატიულ აქცენტს შექმნის.
|
|
|
| | | |
|
|