Gallery Artists

Agora

contemporary art

Visit



Our Button

სერგო თბილელი
გალერეა პრესა
ცირკი დუ სოლეი
image
(A)h129Xw138cm (B)h129Xw138cm (C)h129Xw138cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-137
გაყიდულია
სანტ ფრანსის ასიზელი
image
h180Xw210cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-122
გაყიდულია
ღმოსავლური მოტივები ომარ ხაიამი
image
h50,5Xw55,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-125
გაყიდულია
პეიზაჟი
image
h91Xw91cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-105
გაყიდულია

"სერენადა" ესკიზი
image
h21,5Xw34,7cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-109
გაყიდულია
დედოფალი გედი
image
h62,4Xw57cm
ხე, შერეული მასალა
კოდი: 03-084
გაყიდულია
დედოფალი გედი (წინა მხარე)
image
h62,4Xw57cm
ხე, შერეული მასალა
კოდი: 03-084 (F)
გაყიდულია
დედოფალი გედი (უკანა მხარე)
image
h62,4Xw57cm
ხე, შერეული მასალა
კოდი: 03-084 (B)
გაყიდულია

ვაცი
image
h40,5Xw49,5cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-096
გაყიდულია
საზანდარი
image
h58Xw153 cm
ტილო, შერეული მასალ
კოდი: 03-012
გაყიდულია
ყვავილნარი
image
h199Xw83cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-101
გაყიდულია
ყვავილნარი
image
h199Xw83cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-101
გაყიდულია

ყვავილნარი (ფრაგმენტი)
image

ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-101
გაყიდულია
მედეა
image
h29Xw41cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი:
გაყიდულია
დონ კიხოტი
image
h108,5Xw108,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-057
გაყიდულია
წმინდა მიწა
image
h167,3Xw197cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-097
გაყიდულია

დონ კიხოტი
image
h123,5Xw293,4cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-093
გაყიდულია
დონ კიხოტი (ფრაგმენტი)
image
h123,5Xw143,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-093 (A)
გაყიდულია
დონ კიხოტი (ფრაგმენტი)
image
h123,5Xw143,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-093 (B)
გაყიდულია
დონ კიხოტი (ფრაგმენტი)
image
h123,5Xw143,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-093 (C)
გაყიდულია

წვიმის შემდეგ
image
h143Xw251cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-083
გაყიდულია
წვიმის შემდეგ (ფრაგმენტი)
image
h143Xw123cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-083 (A)
გაყიდულია
წვიმის შემდეგ (ფრაგმენტი)
image
h143Xw123cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-083 (B)
გაყიდულია
არგო
image
h60Xw60cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-099
გაყიდულია

ყვავილნარი
image
h139.5xw80 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-044
დამატებითი ინფორმაცია

ყვავილნარი

შესრულების წელი:  2006წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა


 
სერგო თბილელის მხატრული წერის განმსაზღვრელი ევროპული რეალისტური ხელოვნების ტრადიციისა და აღმოსავლური სიბრტყობრივი, ორნამენტულ - დეკორატიული სტილის უჩვეულო სინთეზია, რაც მის სიუჟეტურ თუ დეკორატიულ  კომპოზიციებს განსაკუთრებულ ესთეტიზმსა და  ემოციურობას ანიჭებს. ადამიანთა, ცხოველთა თუ მცენარეთა ფიგურების  გამოსახვისას  მხატვარი მიმართავს სტილიზაციასა და დეფორმაციას, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებს ძირითადი გამოსახულებების ობიექტურ სახეს. შესაბამისად ხალიჩისებურად ორნამენტიზირებული  ფონის ურთულეს ”ქსოვილში” ჩართული ეს ფიგურები  ორგანულად იწერებიან  სურათის  ფერწერულ - ფორმალურ სტრუქტურაში.
     სურათში ”ყვავილნარი” , დეკორატიულ  კომპოზიციაში ფერადოვან - ფორმალურ აქცენტს გაშლილ ყვავილთა გამოსახულებები ქმნის. თემის მხატვრისეული  გააზრება ყვავილნარის ნახევრად აბსტრაგირებულ იმპროვიზაციას წარმოადგენს და მაყურებელში განსაკუთრებული ესთეტიზმის და მშვენიერების განწყობას ბადებს.

გაყიდულია
ფლორა
image
h108,5Xw113,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-093
გაყიდულია
წარმოდგენის შემდეგ
image
h65Xw59.5 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-050
გაყიდულია
გასეირნება
image
h92,9Xw71,9 cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-058
გაყიდულია

აღმოსავლეთის მზე
image
h193Xw179,6 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-088
გაყიდულია
გასეირნება ედემის ბაღში
image
h65Xw64,5 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-086
გაყიდულია
პილიგრიმები
image
h71,7Xw70,7 cm
ხე, შერეული მასალა
კოდი: 03-078
გაყიდულია
სტამბული
image
h65Xw64,5 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-089
გაყიდულია

ტრისტანი და იზოლდა
image
h81,5Xw96,5 cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-013
დამატებითი ინფორმაცია

ტრისტანი და იზოლდა

შესრულების წელი:  2004წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
   
 
სერგო თბილელის  შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ნარაციულობა, მდიდარი  მხატვრული წარმოსახვა კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების მხატვრისეულ ვიზუალურ  ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ნამუშევარში ”ტრისტანი და იზოლდა” შუასაუკუნეების ევროპული ლიტერატურული  ძეგლის  მარადიული თემა სიყვარულზე სპეციფიკური სიუჟეტური მოდუსის სახით ფორმდება და ამბის მეტყველ, ემოციურ სურათს იძლევა. კომპოზიციაზე გამოსახულია ყვავილებით დაფარული ბალახზე ნახევრად მიწოლილი ქალისა და მამაკაცის ფიგურები. ამ უკანასკნელის ფიგურა უფრო აქტიურია, ვიდრე ქალისა, რომლის სახის მშვიდი გამომეტყველება, სხეულის ნათელი ფერი აწონასწორებს კომპოზიციის ზოგად სახვით - ფერადოვან დინამიკურობას. მხატვრისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკა, თემის გახსნის  დამატებითი ხერხი, აქ შეყვარებული წყვილის პირდაპირ გამოსახული  ფრთაგაშლილი მტრედების ფიგურებითაა წარმოდგენილი.
     ფიგურათა ფონი ხალიჩისებურად იფარება მცენარეულ - ორნამენტული მოტივებით, რომელთა ნახატი ფიგურათა სამოსისა  და  თავსაბურავის გამოსახვის თავისებურებებთან ერთად შესრულების ექსპრესიულობით გამოირჩევა. თბილელის კომპოზიციებისთვის დამახასიათებელი ორმაგი მოჩარჩოება ერთის მხრივ ხაზს უსვამს ფიგურათა მნიშვნელოვანებას, მაყურებლის მზერის ფოკუსირებას ცენტრალურ ფიგურებზე აკეთებს, მეორეს მხრივ კი ავტორს დამატებით  არეს აძლევს სიუჟეტის გაშლისთვის. დომინანტური ფიგურების გარშემო მცირე საგნებისა თუ ცალკეული კომპოზიციების სახით თითქმის მთელი სიუჟეტური ქარგა გამოსახული - მთიანი პეიზაჟი სურათის ზედა რეგისტრში, შუასაუკუნეების ქალაქების, ციხესიმაგრეების, გოთური ტაძრებისა და პეიზაჟების ხედები. კომპოზიციები იგება ცალკეულ ელემენტების  მასშტაბების  შეთანხმებისა და კომბინირების სხვადასხვა ვარიანტით. რეალისტურ ნახატს ფონის  სტილიზებული დეკორატიული დამუშავება ენაცვლება. ზოგ შემთხვევაში  ჩარჩოზე  გამოსახული თემები ძირითადი ფიგურებისგან  კომპოზიციურად დამოუკიდებელია, ხოლო ზოგჯერ კი მის გაგრძელებას წარმოადგენს. სურათის ჟღერად, ნათელ კოლორიტში დიდი ადგილი  უჭირავს ოქროსფერის, მწვანისა და წითლის შეხამებას, განსაკუთრებით გამოირჩევა ოქროსფერისა და სხვადასხვა  ტონალობის მწვანე ფერის შეხამებები. კოლორიტი, კომპოზიციური  აგების  თავისებურება, მხატვრულ სახეთა დამაჯერებლობა ამ სურათს განსაკუთრეულ დინამიზმს ანიჭებს და ტრაგიკული სიყვარულის  ამბის მეტყველ, ემოციურ სურათს იძლევა. სურათის ზომები მისი ნებისმიერ ინტერიერში განთავსების საშუალებას იძლევა და სივრცეში მაჟორულ სახეობრივ - ფერადოვან აქცენტს შექმნის.

გაყიდულია
ძველი თბილისი
image
h39,5Xw28,2cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-075
გაყიდულია
აბაზანაში
image
h49,5Xw49,5 cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-090
გაყიდულია
პეიზაჟი
image
h55Xw50cm
ტილო, აკრილი
კოდი: 03-027
გაყიდულია

ანარეკლი
image
h65,5Xw59.5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-055
დამატებითი ინფორმაცია

ანარეკლი

შესრულების წელი:  2007წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
 
 
  სერგო თბილელის ფერწერული ნამუშევარი ინტელექუალურ - სიურეალისტური ქვეტექსტით კომპოზიციაში ”ანარეკლი ” მხატვარი გამოსახავს წარმოსახულს და არა დანახულს. თვალი  ერთ-ერთი  ყველაზე  სიმბოლური  და იდუმალი მოტივი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში სერგო თბილელის ინტერპრეტაციით წარმოგვიდგება, როგორც ანარეკლი ადამინის სულისა თუ გონების. მხატვრის ფერწერული ენა თემის შესაბამისად აქ უფრო რაციონალური და  თავშეკავებულია. ცენტრალური სიმბოლური ნიშანის გარშემო იქმნება თითქოს ერთგვარი დეკორატიული ბადე, რომელიც იგება არა იმდენად მხატვრისთვის დამახასიათებელი მცენარეულ - ორნამენტული მოტივებით, არამედ ერთგვარი ბიომორფული, თითქოს  კოსმიური ელემენტებით. ფერთა განაწილება, ცივი და თბილი ფერების ბალანსი კი სიბრტყული კომპოზიციის ფარგლებში სივრცის  არსებობის ილუზიას ქმნის.

გაყიდულია
რაინდი
image
h59Xw59,5cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-076
გაყიდულია
კორიდა
image
h65Xw50cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-028
გაყიდულია
სტამბული
image
79,5X99,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-070
გაყიდულია

ტორიადორი
image
h53xw55 cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-010
დამატებითი ინფორმაცია

ტორიადორი

შესრულების წელი:  2003წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
 
 
  
  თბილელის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ევროპული მითოსის, ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების პერსონაჟთა საკუთარი ინტერპრეტაცია. ფავნი, კენტავრი, ბახუსი, სატირუსი, ადამი და ევა, დონ კიხოტი, ტორეადორი - ეს ის თემები და მოტივებია, რომელიც თბილელის ფერწერულ  ნამუშევრებში ხშირად  გვხვდება და მხატვრის ერთგვარ დიალოგს წარმოადგენს დასავლურ კულტურულ მემკვიდრეობასთან.
     ტორეადორი - ესპანური კორიდის მთავარი მონაწილე - თბილელს მხატვრული მხატვრული სახის განსაკუთრებული სიმძაფრით იზიდავს. ამ თემის მხატვრისეული ვარიანტი მისი ერთ-ერთი  ყველაზე ექსპრესიული ფერწერული ნამუშევარია. მხატვარი არ წარმოგვიდგენს ასპარეზობის მომენტს, ტორიადორის დამარცხების ან გამარჯვეის სცენას. მისთვის კორიდის ორივე მონაწილე, ხარიც და ტორეადორიც, ერთნაირად მნიშვნელოვანია. მაგრამ ამასთანავე ტორეადორის ხარის ზურგზე გამოსახვა მისი მოთვინიერების, ამ დაძაბულ  ბრძოლაში მატადორის გამარჯვების სიმბოლური მინიშნებაა.
     კომპზიციის ყოველი ელემენტი : ფიგურათა განთავსება (სურათის სიბრტყეზე თითქოს გაჭედილია მატადორის ფიგურა), მათი ხასიათი, სიბრტყეზე ხაზებისა და ფორმათა განლაგების  რითმი, ლურჯისა და წითლის  შეხამებები დინამიკურობის განწყობას განაპირობებს. ფერწერა  რამდენიმე დონეზე იშლება. მოჩარჩოების შიგნით ოქროსფერი ფონი დამატებით ჩარჩოს უქმნის მთავარ სცენას, რომელზეც ხარზე ამხედრებული მამაკაცის ზამბარასავით შეკუმშული ფიგურაა გამოსახული.
     ფიგურათა თბილელისთვის დამახასიათებელ ორნამენტულ - დეკორაიტიულ მანერაში გადმოცემა, რომელიც ერთმანეთში გარდამავალი სხვადასხვა კონფიგურაციის ფორმებისა და ფერთა ლაქების სიბრტყეზე  ორგანიზებით განისაზღვრება ამ ნამუშევარს ექსპრესიულობასა და ემოციურობას ანიჭებს. მიუხედავად  თემის საკმაოდ დეკორატიული გადაწყვეტისა მაყურებლისთვის აშკარად საგრძნობია ამ უძველესი ესპანური ტრადიციის მონაწილეთა შინაგანი სიმტკიცე და გაბედულება

გაყიდულია
ლურჯი მონასტერი
image
h55,5Xw90,5 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-069
გაყიდულია
სერენადა
image
h104X243cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-056
დამატებითი ინფორმაცია

სერენადა

შესრულების წელი:  2008წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
 
   
  სურათების ამ სერიის დასახელება ,,სერენადა’’ აღგვიძრავს ასოციაციას შუასაუკუნეების სატრფიალო პოეზიასა და სიმღერასთან. თვალწინ წარმოგვიდგება სატრფოს ფანჯრის წინ მდგომი ტრუბადური მანდოლინით ხელში. სერგო თბილელი ამ შემთხვევაშიც გადმოსცემს თემის ამბის არა ილუსტრაციას, არამედ ადეკვატურ ასოციაციას, რომანტიკულ განწყობას. აღსანიშნავია, რომ ამ კომპოზიციებში მძაფრად ვლინდება თბილელის ბოლო პერიოდის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი გამოსახულებათა განსაკუთრებული დეტალიზება და გრაფიკულობა. ფიგურული გამომსახველობა იკლებს კომპოზიციური გადაწყვეტის ორნამენტალიზაციის მატებასთან ერთად. შესაბამისად სურათის ფერწერული ზედაპირი, მისი სტრუქტურა უფრო მოძრავი და დინამიკურია, ხოლო საერთო განწყობა მეტად ნერვული.
     ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებულ ნამუშევართა მხატვრული გადაწყვეტა ხასიათდება დეკორატიულობით. ორიგინალურ გადაწყვეტას მიაგნო მხატვარმა ამ ნამუშევართა ფორმატის თვალსაზრისით. მთლიანი კომპოზიციის გრძელი მართკუთხა ფორმატი იშლება სამი  სამკუთხედი კომფიგურაციის მქონე დამოუკიდებელ კომპოზიციად. თითოეულ კომპოზიციაზე წარმოდგენილია ფიგურული სცენები ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებით. მათი სიბრტყეზე განლაგება შესაბამისებულია სპეციფიკურ ფორმატს. კომპოზიციისა და სახვითი ელემენტების სხვადასხვა კომბინაციები ქმნიან დინამიკურ ცხოველხატულ სცენებს. სიბრტყეზე მათი განლაგების რიტმი ხასიათდება მუსიკალობით. ფიგურათა და ცხოველთა დახვეწილი კონტურები და გრაციოზული მოძრაობანი, ორნამენტული მოტივებისა და ფიგურული გამოსახულებების ხან მკაფიო, ხან კი ერთმანეთში შერწყმული თითქოს მოძრავი ნახატი მკვეთრად აქცენტირებული სიბრტყითი ხასიათისაა და კომპოზიციებს განსაკუთრებულ ორნამენტულობასა და დეკორატიულობას ანიჭებს. ამ განწყობას აძლიერებს მხატვრის მიერ დეკორატიული მოტივის სახით გამოყენებული წითელი ფერის ჯვრული სეგმენტები სამივე კომპოზიციაში.
     სერგო თბილელის ამ ნამუშევრებში საერთო სათაურით ,,სერენადა’’, მხატვრისეულ ესთეტიზმს ერწყმის ერთგვარი ნერვული მუხტის მქონე განწყობა, რაც მაყურებელზე შთამბეჭდავ ზემოქმედებას ახდენს და ერთი შეხედვით მსუბუქი, დეკორატიული კომპოზიციების სიმბოლურ ქვეტექსტებს აზიარებს.

გაყიდულია
სერენადა
image
h104X120,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-056 (A)
გაყიდულია

სერენადა
image
h104X120,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-056 (B)
გაყიდულია
სერენადა
image
h104X120,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-056 (C)
გაყიდულია
დონ კიხოტი
image
h287Xw122.2cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-051
დამატებითი ინფორმაცია

დონ კიხოტი

შესრულების წელი:  2007წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
 
 
საკუთარი მსოფლაღქმით სერგო თბილელი  რომანტიკოსია. მას იტაცებს რომანტიკული განწყობის გმირები, სრულიად ამაღლებულნი  და სხეულით მშვენიერნი. სერგო თბილელის გმირები  დასახლებულნი არიან  ყვავილებისა და ორნამენტული  მოტივების მოზაიკით აწყობილ ზღაპრულ სამყაროში, სადაც ყველაფერი მშვენიერია, ჰარმონიული და ესთეტიურია. ეს სამყარო სინამდვილეში არ არსებობს, ის მხატვრის  წარმოსახვის ნაყოფი და ის  სუბსტანციაა სრულყოფილისა, რომლისკენაც მხატვარი ისწრაფვის.
     ფერწერული  ნამუშევრების სერია სერვანტესის დონ კიხოტის თემაზე მხატვრის  სწორედ ამ მისწრაფებებზე მიუთითებს. ადრეული ნამუშევრებისგან განსხვავებით ჩვენს წინაშე წარმოდგენილი კომპოზიცია გამოირჩევა მეტი დეკორატიულობითა და სახვითი მოტივების დინამიკურობით. საკამაოდ ვიწრო, ვერტიკალური ფორმატი გაყოფილია ორ ნაწილად. ცენტრალურ არეზე გამოსახულია ორი ფიგურა: ცხენზე მჯდომი დონ კიხოტი  და მისი სატრფო დულსინეა. ერთმანეთისკენ მიმართული  მზერითა  და მოძრაობით - -მწუხარე სახის რაინდი ყვავილს აწვდის  თავის სატრფოს  - ისინი ორგანულ ჯგუფს  ქმნიან.  მათი სახეები, ხელის მტევნები  და ნაწილობრივ ფიგურებიც  მკაფიო აქცენტებად გამოიყოფა ორნამენტიზირებულ სიბრტყეზე.
     ორნამენტულისა  და პლასტიკურის ეს სინთეზი  ქმნის  მოულოდნელობისა და ორგანულობის  შთაბეჭდილებას.
     კომპოზიციის მეორე, მცირე მონაკვეთი ძირითადისგან  ჩარჩოთია გამოყოფილი და მას მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია გააჩნია.
     სურათის ფერწერული სტრუქტურა რთულია  და აგებულია მცირე ზომის ელემენტების მოზაიკური წყობით. ეს ერთი შეხედვით თითქოს უწესრიგო წყობა ემორჩილება გარკვეულ  რიტმსა და მოძრაობას. ფიგურებიც თითქოს ორნამენტების  ფერწერული ნაკადის მოძრაობას ემორჩილებიან. სახვითი ელემენტების განაწილების ამგვარი ხასიათი კომპოზიციას ცხოველხატულობასა და დინამიკურობას ანიჭებს.

გაყიდულია
ევროპა
image
h134.4Xw113cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-059
დამატებითი ინფორმაცია

ევროპა

შესრულების წელი:  2008წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
 

  ფერწერული  ნამუშევრები ” ევროპა” და ”აზია” სერგო თბილელის შემოქმედებისთვის ზოგადად დამახასიათებელი წყვილედი კომპოზიციის კიდევ ერთი ვარიანტია. ეს სურათები კონცეპტუალურ - ფორმალურ  თვალსაზრისით ერთ მთლიანობად წარმოგვიდგება და ამასთანავე დამოუკიდებელ, დასრულებულ ნამუშევრებადაც გვევლინებიან.
    ევროპა და აზია - ერთმანეთისგან რადიკალურად განსვავებული ორი სამყარო  იმავდროულად ერთმანეთის ტრადიციით, კულტურითა და რელიგიით საუკუნეების მანძილზე ურთიერთსაზრდოობს. ფერწერულ კომპოზიციებში ”ევროპა” და ”აზია” ამ ორი მითოლოგიზირებული, ისტორიულ - კულტურული ტერიტორიის სიმბოლური გამოსახულებანი სერგო თბილელის ინტერპრეტაციით წარმოგვიდგება.
   ორივე სურათის კომპოზიციური აგება მსგავსია: ორმაგი ჩარჩოთი შემოსაზღვრული ცენტრალური ფიგურები გამოსახულნი არიან ერთმანეთისკენ მიმართული მოძრაობით. ხაზი და ნახატი დახვეწილია და ძლიერ მეტყველი. ადრეულ ნამუშევრებთან შედარებით მეტი დეტალიზება, გრაფიკულობა, ხაზისა და გამოსახულებათა სტილიზაცია, ფორმათა და ხაზობრივი რიტმის დინამიკა კი სურათის განსაკუთრებულ დეკორატიულობას განაპირობებს.
   ”ბებერი ევროპა” სერგო თბილელის ფერწერულ ნამუშევარში ასაკოვანი ქალბატონია თავზე ფართო ფარფლებიანი ქუდით. მის სახეზე სერიოზული, ჩაფიქრებული გამომეტყველებაა აღბეჭდილი. ეს არის არა მხიარულ კანკანის მოცეკვავე ევროპა, არამედ ბრძენი  და მოაზროვნე. ერთმანეთში  გარდამავალ ორნამენტიზირებულ გამოსახულებათა ერთიან ნახატში განირჩევა  სხვადასხვა გამოსახულებანი - არქიტექტურული ნაგებობანი, მცენარეთა და დინამიკურ მოძრაობაში გამოსახული ცხენების ფიგურები - რომლებიც ხან რეალისტურ კონტურს იღებენ, ხან კი ისევ საერთო ”ფერწერულ ხალიჩას” ერწყმიან. სურათის აღქმის რიტმი  ნელი და ზომიერია. მაყურებლის წინაშე თანდათან  ”იხსნება” სიუჟეტური ქარგა, რაც სურათთან ხანგრძლივი კონტაქტის სურვილს ბადებს.
   სერგო თბილელის შემოქმედებისთვის ტიპიური დეკორატიულ - ორნამენტული გადაწყვეტა, მხატვრული კონცეფციის ორიგინალობა, ხალიჩისებური ფერწერული ტექსტურა და შესრულების პროფესიონალიზმი ამ ნამუშევრებს  განსაკუთრებულ ემოციურ  - ესთეტიკურ ჟღერადობას ანიჭებს.

გაყიდულია

აზია
image
h134.4Xw113cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-060
დამატებითი ინფორმაცია

აზია

შესრულების წელი:  2008წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
  

  აზია - უძველესი ცივილიზაციები, აღმოსავლური პოეზია, ეგზოტიკა და ტრადიცია, დეკორატიულობა და ორნამენტალიზმი, აზიური არქიტქტურისთვის ტიპიური გუმბათიანი მეჩეთები და მაღალი მინარეთები, არაბული სწრაფი ცხენები, იშვიათი სანელებლების არომატითა და სურნელით გაჟღენთილი ცხელი ჰაერი - ამ ასოცაციებს აღძრავს სერგო თბილელის ინტერპრეტაციით წარმოდგენილი აზია.
    კომპოზიციის აზრობრივი დომინანტი შიდა ჩარჩოთი შემოსაზღვრული ასაკოვანი მამაკაცის სახით  წარმოდგენილი აზიის ფიგურაა ფარშევანგის ფრთებითა და ძვირფასი ქვებით დამშვენებული თეთრი  ჩალმით თავზე. სერგო თბილელის  მხატვრული სახეებისათვის  დამახასიათებელი თეთრი მტრედის სტილიზებული ფიგურა ხელზე უზის. აზიის მატერიალიზებული სილუეტი ჩართულია ფონის ფიგურულ- ორნამენტულ ნახატს და ხშირად ერწყმის კიდეც მას. ფერწერული, ორნამენტულ - დეკორატიული ჩარჩო, რომელიც ცენტრალურ კომპოზიციას შემოსაზღვრავს აგებულია ორნამენტული მოტივების, არქიტექტურული და ფიგურული გამოსახულებების მოზაიკური ნახატით, რომელშიც ვიზუალურ, ფიგურულ - ფერადოვან აქცენტებს ქმნის  დინამიკურ მოძრაობაში მყოფი ცხენებისა და აქლემის გამოსახულებათა თეთრი ლაქები. კომპოზიცია დატვირთულია  სიმბოლოებითა  და თანდათანობით იშლება მაყურებლის  წინაშე და განაპირობებს აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელი ეგზოტიკურობისა და გარკვეული მისტიკურობის განწყობილებას, რომელსაც ეს ნამუშევარი ჩვენში ბადებს.

გაყიდულია
ყვავილნარი
image
h99.5Xw79.5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-068
გაყიდულია
მუსიკოსები
image
h49.5Xw49.5cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-064
გაყიდულია
დიპტიხი, ყვავილები
image
h128Xw79,6 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-065
გაყიდულია

დიპტიხი, ყვავილები
image
h128Xw79,6 cm
ტილო, შერეული მასალ
კოდი: 03-065
გაყიდულია
ფანჯარა ევროპაში
image
h139Xw150 cm
ტილო,ზეთი
კოდი: 03-023
გაყიდულია
ამსტერდამი
image
h112Xw88cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-040
გაყიდულია
ყვავილების თაიგული
image
h137Xw73.5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-041
გაყიდულია

ბაბუაწვერები
image
h134Xw122cm
ტილო, აკრილი
კოდი: 03-042
გაყიდულია
ევროპის მოტაცება
image
h135,5Xw125 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-003
გაყიდულია
ევა
image
h96,5Xw64,5cm
ტილო, აკრილი
კოდი: 03-015
დამატებითი ინფორმაცია

ევა

      ბიბლიურ თემაზე  შექმნილი ეს ორი სურათი სიუჟეტური თუ კომპოზიციური ლოგიკით ერთ მთლიანობაში აღიქმება. ორივე მათგანი შესრულებულია ვერტიკალურ სასურათო სიბრტყეზე. მზერით,ჯესტიკულაციით თუ კომპოზიციის სხვა კომპონენტებით ერთმანეთისკენ მიმართულნი დასრულებულ სახეს ერთ სივრცეში მოთავსებისას იღებენ. თუმცა უნდა
აღვნიშნოთ, რომ კომპოზიციური თუ ფერადოვანი გადაწყვეტის დასრულებულობა ამ ნამუშევრებს ცალ-ცალკე არსებობასაც არ გამორიცხავს. ფერწერული ნამუშევრები პირველივე შეხედვისას თვალს იტაცებენ ფერადოვან-ხაზობრივი დეკორატიულობითა და შესრულების სინატიფით. ორივე კომპოზიცია აგების იდენტურობით ხასიათდება. სიბრტყე  გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. დიდ არეზე, ედემის ბაღში, ადამისა და ევას წელამდე ფიგურებია გამოსახული, ხოლო ქვემო მცირე არეზე მცენარეების  ფონზე  - სამოთხის ფრინველები.
    მხატვარი გამოსახავს თემის ყველაზე კულმინაციურ მომენტს. ედემის ბაღში გველის მიერ შეცდენილ ევას ხელთ აკრძალული  ხილთ უპყრია. თავზე ჩალმასავით შემოხვეული გველის თავი ქალის სახის წინაა გამოსახული. ევას თვალების დაბინდული მზერა გველის თავზე ფიქსირდება. საპირისპიროდ ადამის სახე და ჟესტიკულაცია მეტად აქტიურად ვლინდება. მისი ფიგურა მაყურებლისთვის უფრო გახსნილია. იგი, თითქოს , რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინშია, რასაც სახის გამომეტყველებითა და ხელების მოძრაობით გამოხატავს.
    განსაკუთრებული ესთეტიურობით და ფერადოვნი თუ ხაზობრივი რიტმის სილამაზით ხასიათდება  ედემის ბაღის მხატვრისეული მოდელი.ადამისა და ევას ფიგურები ჩარჩოსავითაა გარშემოვლებული სტილიზებული მცენარეების  - ულამაზესი ყვავილების, წვრილტანიანი ხეების, სამოთხის ჩიტების, პეპლების გამოსახულებებით. სასურათე სიბრტყის მთელი ზედაპირი დაფარულია ორნამენტული, ფერადოვნებით მდიდარი, დეკორატიული ხალიჩით, რომელთა ფონზე ნათელ ლაქებად გამოიყოფა კომპოზიციური დომინანტი - ადამისა და ევას  ტონალური გრადაციებით დამუშავებული მეტყველი სახეები და ხელები. ყოველი დეტალი განსაკუთრებული სინატიფითა და გულმოდგინებითაა ნაწერი. მაყურებლის თვალი კომპოზიციებზე გამოსახული მხატვრული სახის მთლიანობაში აღქმის შემდეგ თანდათანობით მის შემადგენელ ნაწილებზე ჩერდება და სურათთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის სურვილი უჩნდება.

გაყიდულია
ადამი
image
h96.5Xw64.5cm
ტილო, აკრილი
კოდი: 03-014
დამატებითი ინფორმაცია

ადამი

     ბიბლიურ თემაზე  შექმნილი ეს ორი სურათი სიუჟეტური თუ კომპოზიციური ლოგიკით ერთ მთლიანობაში აღიქმება. ორივე მათგანი შესრულებულია ვერტიკალურ სასურათო სიბრტყეზე. მზერით,ჯესტიკულაციით თუ კომპოზიციის სხვა კომპონენტებით ერთმანეთისკენ მიმართულნი დასრულებულ სახეს ერთ სივრცეში მოთავსებისას იღებენ. თუმცა უნდა
აღვნიშნოთ, რომ კომპოზიციური თუ ფერადოვანი გადაწყვეტის დასრულებულობა ამ ნამუშევრებს ცალ-ცალკე არსებობასაც არ გამორიცხავს. ფერწერული ნამუშევრები პირველივე შეხედვისას თვალს იტაცებენ ფერადოვან-ხაზობრივი დეკორატიულობითა და შესრულების სინატიფით. ორივე კომპოზიცია აგების იდენტურობით ხასიათდება. სიბრტყე  გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. დიდ არეზე, ედემის ბაღში, ადამისა და ევას წელამდე ფიგურებია გამოსახული, ხოლო ქვემო მცირე არეზე მცენარეების  ფონზე  - სამოთხის ფრინველები.
    მხატვარი გამოსახავს თემის ყველაზე კულმინაციურ მომენტს. ედემის ბაღში გველის მიერ შეცდენილ ევას ხელთ აკრძალული  ხილთ უპყრია. თავზე ჩალმასავით შემოხვეული გველის თავი ქალის სახის წინაა გამოსახული. ევას თვალების დაბინდული მზერა გველის თავზე ფიქსირდება. საპირისპიროდ ადამის სახე და ჟესტიკულაცია მეტად აქტიურად ვლინდება. მისი ფიგურა მაყურებლისთვის უფრო გახსნილია. იგი, თითქოს , რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინშია, რასაც სახის გამომეტყველებითა და ხელების მოძრაობით გამოხატავს.
   განსაკუთრებული ესთეტიურობით და ფერადოვნი თუ ხაზობრივი რიტმის სილამაზით ხასიათდება  ედემის ბაღის მხატვრისეული მოდელი.ადამისა და ევას ფიგურები ჩარჩოსავითაა გარშემოვლებული სტილიზებული მცენარეების  - ულამაზესი ყვავილების, წვრილტანიანი ხეების, სამოთხის ჩიტების, პეპლების გამოსახულებებით. სასურათე სიბრტყის მთელი ზედაპირი დაფარულია ორნამენტული, ფერადოვნებით მდიდარი, დეკორატიული ხალიჩით, რომელთა ფონზე ნათელ ლაქებად გამოიყოფა კომპოზიციური დომინანტი - ადამისა და ევას  ტონალური გრადაციებით დამუშავებული მეტყველი სახეები და ხელები. ყოველი დეტალი განსაკუთრებული სინატიფითა და გულმოდგინებითაა ნაწერი. მაყურებლის თვალი კომპოზიციებზე გამოსახული მხატვრული სახის მთლიანობაში აღქმის შემდეგ თანდათანობით მის შემადგენელ ნაწილებზე ჩერდება და სურათთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის სურვილი უჩნდება.

გაყიდულია

აბაზანაში
image
h49,5Xw49,5cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-061
გაყიდულია
შემოდგომა და სიყვარული
image
h57Xw55cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-038
გაყიდულია
მარტორქა
image
h133.5Xw113.4cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-062
გაყიდულია
პანი და ქალები
image
h117Xw92 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-002
გაყიდულია

პარიზი
image
h84Xw84cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-024
გაყიდულია
ადამი და ევა
image
h105Xw80cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-017
გაყიდულია
იერუსალიმი
image
h98Xw83cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-016
გაყიდულია
იერუსალიმი
image
h60Xw80cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-050
გაყიდულია

ბრძენი
image
h120Xw100cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-037
გაყიდულია
ადამი და ევა
image
h80Xw60m
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-022
გაყიდულია
ცოდვილი სამყარო
image
h80Xw60cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-021
გაყიდულია
მუზა
image
h80Xw60cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-026
გაყიდულია

კენტავრი
image
h80Xw60cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-019
გაყიდულია
მუზა
image
h69.5Xw81 cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-004
დამატებითი ინფორმაცია

მუზა

შესრულების წელი:  2004წ.
მოჩარჩოება:  კი/არა
ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
  
 
  შემოქმედი და მუზა - კიდევ ერთი თემა, რომელიც თბილელის ფერწერას  ანტიკურ  მითოლოგიასთან აკავშირებს. ბერძნულ მითოსში, მუზები, ზევსისა და მნემოსინას ქალიშვილები, მეცნიერების, პოეზისაა და ხელოვნების მფარველები იყვნენ. ისინი ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ და ღმერთებს სიმღერით ართობდნენ.
     მუზების მხატვრული სახე  ევროპულ ფერწერაში გავრცელებული თემაა. თბილელის ფერწერულ ნამუშევარში მუზა დეკორატიული ორნამენტებით დაფარულ ფონზე შემოქმედთან ერთად არის გამოსახული.მამაკაცის მუხლებზე მჯდარი ქალის ფიგურის ნატიფი კონტური მკაფიოდ  აღიქმება  და კომპოზიციის აზრობრივ და ვიზუალურ ცენტრს ქმნის. ფიგურათა სიბრტყეზე განლაგება და მათი მოძრაობის (თავის მობრუნება, მეტყველი ჟესტიკულაცია) ცხოველხატული  რიტმი დინამიკურობის შთაბეჭდილებას ქმნის. გააზრებული დეტალები და ატრიბუტიკა ზუსტად ახასიათებს სურათის პერსონაჟებს. ქალის შუბლზე ჩამოშვებული ანტიკური ბერძნული თავსაბურავი დამატებით ყვავილებითა  და სხვა სამკაულებით არის მორთული. ქალის მშვიდ მხატვრულ სახეს დეკორატიულობას მატებს წითელი ყვავილი , რომელიც მუზას თეატრალური ჟესტით უჭირავს  ხელში. მხატვარი ირონიულად მიგვანიშნებს მუზის კეთილგანწყობაზე შემოქმედისადმი. ქალის ფიგურის გვერდით ორნამენტულ ფონზე მკაფიოდ  აღიქმება ცხენის მსგავსი ცხოველის თავი. შემოქმედის სახე მუზისგან განსხვავებით უფრო დაძაბულია. მზერას მაყურებელზე აფიქსირებს. მარჯვენა ხელში პალიტრა უჭირავს, რითაც მხატვარი სახვით ხელოვნებასთან მის კავშირს მიანიშნებს. სიბრტყობრივ - დეკორატიულად გადაწყვეტილ კომპოზიციის ელემენტების დამუშავება გრაფიკულობით ხასიათდება. სიუჟეტის სიმსუბუქე, განსაკუთრებით კი მხატვრის შეფარული ირონია თემის რეალიზებისას ამ ნამუშევრს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.

გაყიდულია
დონ კიხოტი
image
h97Xw75cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-030
გაყიდულია
დონ კიხოტი
image
h80Xw60cm
ქაღალდი,შერეული მასალა
კოდი: 03-020
გაყიდულია

მასკარადი
image
h80Xw60cm
ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-018
გაყიდულია
მოლოდინი
image
h40Xw35cm
მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-025
გაყიდულია
ქართული მოტივი
image
h120Xw160cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-039
გაყიდულია
ალაზნის ველი
image
h90Xw130cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-032
გაყიდულია

პეიზაჟი
image
h90Xw125cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-035
გაყიდულია
შემოდგომა
image
h80Xw120cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-038
გაყიდულია
უდაბნო
image
h90Xw125cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-034
გაყიდულია
დავით გარეჯი
image
h100Xw140cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-029
გაყიდულია

მიტოვებული ქალაქი
image
h110Xw150cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-033
გაყიდულია
ძველი ქალაქი
image
h56Xw93cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-043
გაყიდულია
ჩატეხილი ხიდი
image
h100Xw150cm
ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა
კოდი: 03-031
გაყიდულია
ალეგრია
image
h75,5Xw60cm
მუყაო, ზეთ
კოდი: 03-073
გაყიდულია

მუსიკის ჰანგები
image
h91Xw91cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-108
გაყიდულია
იდუმალი სიყვარული
image
h113,5Xw133,5cm
ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-063
გაყიდულია



 
Art Gallery Line