Gallery Artists

Agora

contemporary art

Visit



Our Button

გია ჯაფარიძე
არქივი
ქალი ქუდით
image
50x12,5x7cm
ბრინჯაო
კოდი: 06-135
ტორსი
image
24x7,5x12cm
ბრინჯაო
კოდი: 06-137
ტორსი
image
27x10cm
ბრინჯაო
კოდი: 06-141
დასვენება
image
22x31,5x11,7cm
ბრინჯაო
კოდი: 06-134

ტორსი
image
45x46x20cm
მარმარილო
კოდი: 06-126
დაცემული ცხენი
image
48x58x44cm
ბრინჯაო
კოდი: 06-125
ცხენი
image
76,5x64x16,5cm
სპილენძი
კოდი: 06-116
ხე
image
95x43x35m
ბრინჯაო, შერეული მასალა
კოდი: 06-124

დამჯდარი ქალი
image
56x26,2x22cm
ბრინჯაო
კოდი: 06-122
მხედარი
image
84,5x61,5x44cm
სპილენძი
კოდი: 06-118
ხარი და ირემი
image
59,5x34,5x14,7cm
ბრინჯაო
კოდი: 06-117
ტორსი
image
33x30,5x12,5cm
ბრინჯაო
კოდი: 06-127

კომპოზიცია
image
82x64x22,2cm
ბრინჯაო, სპილენძი
კოდი: 06-114
ტორსი
image
28,5x38,5x14,5cm
სპილენძი
კოდი: 06-121
ნატვრის ხე
image
116x30x30cm
ბრინჯაო, სპილენძი, მინანქარი
კოდი: 06-123
ცხენი
image
67X45X10cm
სპილენძი/მინანქარი
კოდი: 06-098

ხიდის ფრაგმენტი
image
40x16,5x9cm
ბრინჯაო
კოდი: 06-129
ქალი სკამზე
image
58,3x23,5x19,6cm
ბრინჯაო
კოდი: 06-119
ტორსი
image
81X61X24cm
ბრინჯაო
კოდი: 06-025
დამატებითი ინფორმაცია

ტორსი

 ქალის ტორსი თავისა და ხელების გარეშეა წარმოდგენილი. კონტურის  ნატიფი  ხაზი და  მოცულობათა  დამუშავების  სირბილე, ოდნავ  წაგრძელებული  პროპორციები  ამ  ფიგურას  სინაზესა  და გრაციოზულობას  ანიჭებენ.ქალის  ტორსი  თავისუფლად  იშლება  სივრცეში  და  ძლიერ  ესთეტურ  სახვით-დეკორატიულ  აქცენტს  ქმნის.

ცხენის ტორსი
image
69X54X24cm
ბრინჯაო
კოდი: 06-027
დამატებითი ინფორმაცია

ცხენის ტორსი

 შემოქმედს ცხენის ფიგურის შექმნა  საშუალებას აძლევს მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოაჩინოს საკუთარი ტემპერამენტი. ცხენის ნახევართავიანი და უფეხო ბრინჯაოს ქანდაკება თავისუფლად მორბენალ ფიგურას გვაგონებს. დამაჯერებლად არის გადმოცემული ცხენის დაძაბული მოძრაობის შედეგად დაჭიმული კუნთების მოცულობები. ნამუშევარს ახასიათებს პლასტიკური ექსპრესია, რომელიც კომპოზიციური აგების დინამიკით მიიღწევა.


ცხენი
image
41.5x71x16cm
ბრინჯაო
კოდი: 06-029
დასვენება
image
25X43X15cm
ბრინჯაო
კოდი: 06-030
დამატებითი ინფორმაცია

დასვენება

 ქანდაკების  ძირითადი  კონცეფცია  ქალის  სხეულის, როგორც  სულიერებისა  და  ჰარმონიულობის  სიმბოლოს წარმოდგენაა. ადამიანის  ფიგურა  გადმოიცემა  ძლიერ  პირობითად, ძირითადი  მასებისა  და  კონტურის  საშუალებით. მხატვარი  ფორმის  სტილიზაციასა  და  უტრირებას  მიმართავს, რათა  შექმნას  განსაკუთრებული სინატიფისა  და დახვეწილობის  ატმოსფერო. თხელი და გამოკვეთილად  დაგრძელებული  სხეული  სავსეა  ბუნებრივი  გრაციით. მოქანდაკე  ქალის  მშვენიერ  სხეულს, დასვენებისას, არაჩვეულებრივად  შეიგრძნობს  და გადმოსცემს. გია  ჯაფარიძის  ”დასვენება” ჰარმონიული  დეკორაცია  იქნება ნებისმიერი  ინტერიერისა  და ექსტერიერისათვის.

ტორსი
image
50x62x18cm
ბრინჯაო
კოდი: 06-024
ტორსი
image
18X38.5X14 cm
ბრინჯაო
კოდი: 06-019
დამატებითი ინფორმაცია

ტორსი

 ეს მინიატურული ქანდაკება  ანტიკურ  ბერძნულ  ხელოვნებაში  ვენერათა მხატვრული სახეების ასოციაციებს  აღძრავს. ქალის  ტორსი  თავისა  და  ხელების  გარეშე  წარმოდგენილია  ოდნავ  გამოხატულ  ბრუნში. შიშველ  სხეულზე  შემოხვეული  თხელი  ქსოვილის  ქვეშ  იკვეთება  ქალის  სხეულის  მოცულობები. კონტურის  ნატიფი  ხაზი  და  მოცულობათა  დამუშავების  სირბილე, ოდნავ  წაგრძელებული  პროპორციები  ამ  ფიგურას  სინაზესა  და  გრაციოზულობას  ანიჭებს. სხეულზე  ნაკეცებად  დაშვებული  ქსოვილის  ხაზებს  იმეორებს  ქანდაკების  საფეხურებიანი  პოსტამენტი. ქალის  ტორსი  თავისუფლად  იშლება  სივრცეში  და  ძლიერ  ესთეტურ  სახვით-დეკორატიულ  აქცენტს  ქმნის.


ცეკვის შემდეგ
image
27x110x29cm
ბრინჯაო
კოდი: 06-008
დამატებითი ინფორმაცია

ცეკვის შემდეგ

 ამ ქანდაკების ძირითადი  კონცეფცია  ადამიანის  სხეულის, როგორც  სულიერებისა  და ჰარმონიულობის  სიმბოლოს  წარმოდგენაა. ადამიანის  ფიგურა გადმოიცემა  ძლიერ  პირობითად, ძირითადი  მასებისა  და  კონტურის  საშუალებით. მხატვარი  ფორმის  სტილიზაციასა და უტრირებას  მიმართავს, რათა  შექმნას  განსაკუთრებული  სინატიფისა  და დახვეწილობის  ატმოსფერო  მოცეკვავის  თხელი  და გამოკვეთილად  დაგრძელებული  სხეული. მისი  გრაციისა  და  მოქნილობის  გამოხატულებაა. სივრცე  გამოკვეთილი  ვერტიკალის  მქონე მოცეკვავის  თხელი  სხეულის  გარშემო  იშლება  და მაყურებელს  აღქმის დინამიკურ  ვერსიას  სთავაზობს. ყველა  სახვითი  ელემენტი, რომლებიც  მხატვრული  სახის  ფორმირებას  ახდენს, კიდევ  უფრო  აძლიერებენ  დინამიზმისა  და  ემოციურობის  განწყობას. სკულპტურული  ფიგურის  ერთი, მცირე  დიამეტრის  საყრდენი  წერტილი  და  მისი კონტრასტი  მასიურ  პოსტამენტთან, ვერტიკალებისა  და  ჰორიზონტალების  მკაფიო  რიტმი, მოძრავი  სილუეტი  და  პოზა  ძლიერ  მეტყველი  და  გამომსახველია. გია  ჯაფარიძის  სახვითი  ენის  ერთ-ერთი  განმსაზღვრელი  მასალის  ფერი და მისი  დამუშავების  თავისებური  მანერაა. მხატვარი  ერთმანეთს  უხამებს  სხვადასხვაგვარად  დამუშავებულ  ზედაპირებს, ხან  ინარჩუნებს  მის  ტექსტურას, ხან  კი  გულდასმით  აპრიალებს  და  აღწევს  მხატვრული  სახის  განსაკუთრებულ  სახვით- დეკორატიულ  ჟღერადობას.

დაჩოქილი
image
35x62x21cm
ბრინჯაო
კოდი: 06-004
დამატებითი ინფორმაცია

დაჩოქილი

 უძველესი ქართული მცირე პლასტიკისა და ფორმების უჩვეულო სინთეზი განსაზღვრავენ გია ჯაფარიძის ხელოვნების ორიგინალობას. მისი მხატვრულ- სახეობრივი სამყაროს სკულპტურული პერსონაჟები რეალისტური პლასტიკური ფორმების  სტილიზებითა და პირობით დეკორატიული  გადაწყვეტით ხასიათდებიან. ავტორი  უტყუარად  გრძნობს  მოძრაობის  პლასტიკას, სილუეტის  დახვეწილობას. მას  იზიდავს  მოძრაობაში  მყოფი ან შინაგანი დაძაბულებით  მყოფი  ფიგურა. ჩამუხლული  ფიგურის  სილუეტი  მკაფიო  და ტექტონიკურია. გრძელი, კუთხოვანი პლასტიკური  ფორმები  ქმნიან  ძლიერ  მოძრავ  სილუეტს  და ფიგურას  დინამიკას  ანიჭებენ. კონკრეტულობას  მხატვარი  შგნებულად  გაურბის. აქ უმთავრესი შემოქმედისთვის  არის  ფიგურის  გრაციოზულობა, სენსუალობა და შინაგანი  დაძაბულობა. პლასტიკური  ფორმების  დახვეწილობა, ფიგურის  კუთხოვანი  კონფიგურაცია, სივრცულ- მოცულობითი  ამოცანების  გადაწყვეტის  სრულყოფილება  და  მასალის  დამუშავების სპეციფიკურობა ამ მცირე  ზომის  ნამუშევარს განსაკუთრებულ  გამომსახველობას  ანიჭებს.

უდაბნოში
image
h28,5Xw33,5cm
სპილენძი/მინანქარი
კოდი: 06-079
პეიზაჟი
image
h25Xw30cm
სპილენძი/მინანქარი
კოდი: 06-075



 
Art Gallery Line