Gallery Artists

Agora

contemporary art

Visit



Our Button

ჩვენს შესახებ
"არტ გალერი ლაინ"-ი მოხარულია "გიმასპინძლოთ" ინტერნეტ მისამართზე: www.artgalleryline.com

"არტ გალერი ლაინ"-ი დაარსდა 2003 წელს, თავდაპირველად გალერეა ფუნქციონირებდა სახელწოდებით "ელიტ გალერი", 2007 წლიდან გალერეა ფუნქციონირებს ახალი სახელწოდებით.

დღეს დღეობით "არტ გალერი ლაინ"-ი თანამედროვე ხელოვნების გალერეათა პირველი ქსელური სისტემაა თბილისში, საქართველოში კონტაქტი.  თქვენ აქ შეგიძლიათ გაეცნოთ და ეზიაროთ ჭეშმარიტ ხელოვნებას. ქართული თანამედროვე მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებებსა და ძირითად ტენდენციებს.

თქვენ გაქვთ საშუალება შეიძინოთ ნამუშევარი "არტ გალერი ლაინ"-ის გალერეათა ქსელში და ასევე ისარგებლოთ ნამუშევართა ონლაინ-გალერეაში შეძენით.

ქართული თანამედროვე  სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფართო  სპექტრი, სხვადასხვა თაობის შემოქმედთა ნამუშევრების ჟანრული და თემატური მრავალფეროვნება, შესრულების მაღალი პროფესიონალიზმი "არტ გალერი ლაინ"- ის მთავარი შემოთავაზებაა ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის, თუ რას ვთავაზობთ შეძენით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ იხილოთ როგორ შევიძინოთ.

გალერეაში  წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი ორიგინალია, ამასთან ყველა ნამუშევარზე გაიცემა დედნის დამადასტურებელი მოწმობა.

გალერეა ორგანიზებას უკეთებს, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი, ასევე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, ექსპოზიციაში წარმოდგენილია- ზეთის მხატვრობა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტოხელოვნება, ტექსტილი, მინანქარი და ა.შ.

"არტ გალერი ლაინ"- ში გამოფენილი თითოეული  ნამუშევარი გამოცდილ პროფესიონალთა მიერ არის სრულად შესწავლილი და ყურადღებით შერჩეული. გამოფენა მუდმივად მზარდი და რეგულარულად განახლებადია.

"არტ გალერი ლაინ"-ის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია გაწიოს მედიატორის როლი მხატვრებსა და დამთვალიერებელს შორის.

"არტ გალერი ლაინ"-ი  გთავაზობთ თქვენთვის სასურველი ნამუშევრის შეკვეთით შესრულებას ნახატის დაკვეთა და ქანდაკების დაკვეთა.

ჩვენი პრიორიტეტია, ჩვენს კლიენტებს გავუწიოთ მაქსიმალურად კომფორტული და მაღალი ხარისხის  სწრაფი მომსახურება.
 
Art Gallery Line